Tuesday, July 4, 2017

ინტელის ტრენინგი - დღე 9

დღეს მასალები ავტვირთეთ დრაივზე. ვისწავლეთ ბლოგზე პროექტის გადატანა და განთავსება. ძალიან  საინტერესო დღე იყო. მოვისმინეთ  პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. დიდი მადლობა მარეხი ჯელაძეს საინტერესო ტრენინგისათვის. 

Friday, June 30, 2017

ინტელის ტრენინგი - დღე 8

მოვაწესრიგეთ პორთფოლიო. ვიმუშავეთ ბლოგზე, შევქმენით ფეიჯები, ავტვირთეთ სურათები, ვისწავლეთ ფონის შეცვლა. საავტორო უფლებებში ჩავაგდეთ ლინკები.

ინტელის ტრენინგი - დღე 7

ვიმუშავეთ მე-6, მე-7 მოდულზე, პრეზენტაციაზე, სადაც შევიტანეთ შეფასების მეთოდი - ვმვ. გეგმის საბლონზე შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. ვიმუშავეთ საქაღალდეზე-დამხმარე, გავაკეთეთ ხარაჩო მოსწავლის ნამუშევრის მიხედვით და გავეცანით ვიუერში რესურსების ჩანართიდან დავალებების შაბლონს, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნათ დავალებები დონეების მიხედვით.  

ინტელის ტრენინგი - დღე 6

განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი ,,მოსწავლის ნამუშევარი“ და დავადგინეთ რას შევუფასებთ მოსწავლეებს ამ ნამუშევარში. განვიხილეთ მე-5 მოდული - შეფასებები დეტალურად. გავეცანით რუბრიკას.

ინტელის ტრენინგი -დღე 5

დღეს ტრენერმა დაგვაწყვილა, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. გეგმის შაბლონში - ჩავშალეთ დეტალურად პროცედურები და აქტივობები. აღმოვჩნდით მოსწავლის როლში და შევქმენით ერთ-ერთი ჯგუფის პრეზენტაციის ნიმუში.

ინტელის ტრენინგი - დღე 4

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი ფაუერ ფოინთში.  განვიხილეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივობიდან შეფასების სტრატეგიები-  პროექტის დასაწყისში შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. 

ინტელის ტრენინგი - დღე 3

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ჩამოვყალიბდით პრეზენტაციის თემაზე. დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი, სტანდარტები, 21-საუკუნის უნარ-ჩვევები. სახლში უნდა დავამუშაოთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები.


ინტელის ტრენინგი - დღე 9

დღეს მასალები ავტვირთეთ დრაივზე. ვისწავლეთ ბლოგზე პროექტის გადატანა და განთავსება. ძალიან  საინტერესო დღე იყო. მოვისმინეთ  პრეზენტაციები სხ...